მზია გიორგობიანი უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრ ჩაბა ლანტოშს შეხვდა
11 ივნისი 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში, უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრ ჩაბა ლანტოშს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობა და მიმოიხილეს ორი ქვეყნის სამინისტროების საქმიანობის მიმართულებები.
შეხვედრაზე ისაუბრეს წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისა და განვითარების პროექტების მნიშვნელობაზე. ასევე, განიხილეს ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების პერსპექტივები და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები.
11 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართება. საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ბუდაპეშტში იმყოფება.